იანიკ სინერი
Aa
Aa

„დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ“ | სინერი Us Open-ზე ვერ ითამაშებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იანიკ სინერი US Open-ს გამოტოვებს. იტალიელმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ აშშ-ის დიდი სლემის ტურნირზე ვერ იასპარეზებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გუნდთან და სამედიცინო შტაბთან ერთად ბევრს ვმუშაობდი, მივიღეთ რთული გადაწყვეტილება და US Open-ის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მივიღებ. მონტე-კარლოში კორტზე დავბრუნდი და გავაანალიზე, რომ მარჯვენა მუხლის პრობლემების გამო უფრო მეტი დრო მჭირდება.

რა თქმა უნდა, ძალიან დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ნიუ-იორკს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. US Open-ის კორტზე დაბრუნებასა და საოცარ ატმოსფეროში, შესანიშნავი გულშემატკივრების წინაშე თამაშს მოუთმენლად ველოდებოდი“, — განაცხადა სინერმა.

იტალიელი ჩოგბურთელის არყოფნაში დიდი სლემის ტურნირის მთავარი ფავორიტი კარლოს ალკარასი იქნება. ესპანელი ჩოგბურთელი ტრავმას ებრძოდა, თუმცა, როგორც ბოლო დღეებში გაირკვა, თავს კარგად გრძნობს და სათამაშოდ მზად არის. აშშ-ის ღია პირველობა 23 აგვისტოს დაიწყება.

სინერს US Open ერთხელ, 2024 წელს აქვს მოგებული. შარშან იტალიელი ჩოგბურთელი ფინალში გავიდა და ალკარასთან დამარცხდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია - ფიფამ პარედესი დასაჯა
    ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია - ფიფამ პარედესი დასაჯა