ილია თოფურია, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

„ალბათ მთვრალი იყო“ - კროუფორდმა თოფურიას უპასუხა

დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივე ტერენს კროუფორდი გამოეხმაურა ილია თოფურიას, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ რინგზე კროუფორდს პირველივე დარტყმით დაანოკაუტებდა.

„არაფერს ვიტყვი იმაზე, რა მოხდება, თუ მე და კროუფორდი ოქტაგონში შევხვდებით. სამაგიეროდ, ვიტყვი, თუ რა მოხდება რინგზე ჩვენი შეხვედრის შემთხვევაში - პირველივე შეხებით დავაძინებ“, - განაცხადა „ელ მატადორმა“, რასაც ამერიკელმა ასე უპასუხა:

„მთვრალი იქნებოდა. MMA-ის ბევრ მებრძოლს ვიცნობ, ისინი ბევრს სვამენ. ალბათ, თოფურიაც ამ დღეს მთვრალი იყო“.

შეგახსენებთ, რომ ტერენს კროუფორდი 14 სექტემბერს ლას-ვეგასში კანელო ალვარესთან საკრივო ორთაბრძოლას გამართავს, ხოლო ილია თოფურიამ UFC-ში მეორე დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ივნისში მოიპოვა და ახლა მომდევნო მეტოქის მოლოდინშია.

აქვე გეტყვით, რომ კროუფორდს 41 ჩხუბიდან 41 მოგება აქვს და ის ისტორიაში პირველი მოკრივეა, რომელიც ორ წონით კატეგორიაში 4 ძირითად ტიტულს ფლობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალვარესი: კროუფორდთან ჩხუბი კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება
ალვარესი: კროუფორდთან ჩხუბი კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება