„პირველივე დარტყმით დავანოკაუტებ“ - თოფურია საკრივო გეგმებზე
ილია თოფურიას არაერთხელ უთქვამს, რომ შერეული ორთაბრძოლების შემდეგ, ძალების მოსინჯვის დიდი სურვილი კრივში აქვს და აპირებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სპორტის ორივე სახეობაში პარალელურადაც იბრძოლოს, რის ნებასაც რამდენად მისცემენ, ჯერჯერობით რთული სათქმელია. ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, „ელ მატადორს“ შეკითხვა სწორედ კრივთან დაკავშირებით დაუსვეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:
„არ მინდა ზუსტად ავხსნა ის, თუ რა მოხდება ჩემი ტერენს კროუფორდის ოქტაგონში დაპირისპირების შემთხვევაში. სამაგიეროდ, ზუსტად გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ მასთან ერთად რინგზე მოვხვდები - ასეთ შემთხვევაში პირველივე დარტყმით ნოკაუტში გავგზავნი“.
შეგახსენებთ, რომ ტერენს კროუფორდი 14 სექტემბერს ლას-ვეგასში კანელო ალვარესთან საკრივო ორთაბრძოლას გამართავს, ხოლო ილია თოფურიამ UFC-ში მეორე დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ივნისში მოიპოვა და ახლა მომდევნო მეტოქის მოლოდინშია.