„დაგიმტკიცებ, რომ დედამიწა ბრტყელია“ | ბრაის მიტჩელმა ილია დებატებში გამოიწვია
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბრაის მიტჩელმა ილია თოფურია გამოიწვია. არ გეგონოთ, რომ ამერიკელს „ელ მატადორთან“ რევანშის გამართვა სურდეს. მიტჩელი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა და ილია დებატებში გამოიწვია. ბრაისს სურს, თოფურია დაარწმუნოს, რომ დედამიწა ბრტყელია...
„ილია თოფურიამ სულელი მიწოდა, რადგან მჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია. დედამიწა ღმერთმა შექმნა და ის ამბობს, რომ ბრტყელია. ილია, დაიმახსოვრე, რომ მე კი არ მეწინააღმდეგები, უფლის სიტყვას ეწინააღმდეგები. შე სულელო, ბიბლია უნდა წაიკითხო.
ილია, შენთან დებატებს სიამოვნებით გავმართავდი იმაზე, დედამიწას როგორი ფორმა აქვს. შეგიძლია, ნასას და სხვა სისულელეებს თავი დაანებო და ბიბლიაში მომიძებნო, სად არის ნათქვამი, რომ დედამიწას ბრტყელი ფორმა არ აქვს? სად არის ნათქვამი, რომ მილიონი ვარსკვლავი და გალაქტიკაა, დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს და კიდევ მსგავსი უამრავი სისულელე? არ შეგიძლია! არ შეგიძლია, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ დედამიწა ბრტყელია, ერთი მზეა, ერთი მთვარეა და ისინი დედამიწის გარშემო ბრუნავენ.
თუ უფლის სიტყვის არ გჯერა, არ მაინტერესებს რას ფიქრობ. მართალია, ამბობ, რომ ქრისტიანი ხარ, მაგრამ უჯერებ სწავლებას, რომელიც სკოლაში მიიღე და მას უფლის სიტყვაზე წინ აყენებ.“
შეგახსენებთ, რომ მიტჩელი თოფურიას ყოფილი მეტოქეა. ილიამ მასთან ქვემსუბუქ წონით დივიზიონში იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით იმარჯვა. ბრაისი ამჟამად სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის.