ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

ილია თოფურია არაა | ტერენს კროუფორდმა UFC-ში საუკეთესო მოკრივე დაასახელა

ტერენს კროუფორდი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა და Ring Magazine-ის Pound 4 Pound რეიტინგში, ოლექსანდ უსიკისა და ნაოია ინოუეს შემდეგ, მესამე ადგილი უკავია. კროუფორდი მომდევნო ორთაბრძოლას კანელო ალვარესის წინააღმდეგ გამართავს და Full Send Podcast-ში მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა.

კროუფორდს UFC-ის შესახებაც ჰკითხეს და ორგანიზაციის საუკეთესო მოკრივის დასახელება სთხოვეს. ბევრი ვარაუდობდა, რომ ტერენსი ილია თოფურიას გამოარჩევდა, თუმცა „ბადმა“ უპირატესობა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონს, კოდი გარბრანდტს მიანიჭა.

„კოდი გარბრანდტი UFC-ში საუკეთესო მოკრივეა. დიახ, ილია თოფურიას ჩხუბები ვნახე, მაგრამ არ ვიცი... კოდის მაგარი ხელები აქვს. ჩვენ უშუალოდ საუკეთესო მოკრივეზე და კრივის უნარების მქონე საუკეთესო მებრძოლზე ვსაუბრობთ. ვფიქრობ, კოდის UFC-ში საუკეთესო კრივი აქვს.“

შეგახსენებთ, რომ კროუფორდისა და კანელოს ორთაბრძოლა 13 სექტემბერს არის ჩანიშნული. კრივის გულშემატკივრები ამ დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდებიან და ჩხუბის პრომოუტირებაში UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითიც არის ჩართული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბრაზილიელმა ბიზნესმენმა ნეიმარს $1 მილიარდის ქონება უანდერძა | Goal.com
ბრაზილიელმა ბიზნესმენმა ნეიმარს $1 მილიარდის ქონება უანდერძა | Goal.com