ბრაზილიელმა ბიზნესმენმა ნეიმარს $1 მილიარდის ქონება უანდერძა | Goal.com
ნეიმარი ერთ-ერთი უმდიდრესი ბრაზილიელი ფეხბურთელია, თუმცა ის მალე შეიძლება კიდევ უფრო მდიდარი გახდეს.
როგორც Goal.com-ი წერს, 31 წლის უცნობმა ბრაზილიელმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა, რომ ქონება 33 წლის ფეხბურთელს დაუტოვოს. საუბარია 1 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებზე.
ბრაზილიური მედიის ინფორმაცით, ბიზნესმენმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, ანდერძი 2023 წელს, ნოტარიუსის ბიუროში შეადგინა.
უცნობმა მილიარდელმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „მომწონს ნეიმარი და მე მას ბევრ რამეში ვგავარ. ის არ არის ეგოისტი, რაც ჩვენს დროში იშვიათია. ასევე მისი დამოკიდებულება მამასთან, მახსენებს მამაჩემთან ურთიერთობას, რომელიც გარდაცვლილია“.
თავის მხრივ, ნეიმარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ცნობა არ მიუღიათ. განაცხადება არც ფეხბურთელს არ გაუკეთებია.
როგორც მედიაში წერენ, ამჟამად ანდერძი ბრაზილიის სასამართლოში განიხილება მისი კანონიერების დასადასტურებლად და ფეხბურთელის მემკვიდრედ ოფიციალურად აღიარების მიზნით.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მიმდინარე წლის თებერვალში, „სანტოსში“ დაბრუნდა. ნეიმარი „თევზებში“ 2009 წლიდან 2013 წლამდეც ასპარეზობდა და ამ ხნის განმავლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 225 შეხვედრაში თავი 136 გოლითა და 64 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.