ლუკა დონჩიჩი, დენის შროდერი
Aa
Aa

დონჩიჩს აჯობა - შროდერის რეკორდი ევრობასკეტზე

გერმანიის კალათბურთელთა ნაკრებს კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში ფინელების ძლევა ოდნავადაც არ გასჭირვებია. მატჩის სტარტზე იყო მომენტი, როდესაც „სუომი“ წინ გაიჭრა, თუმცა ფავორიტი გონს მალევე მოვიდა, მეტოქეს საოცარი ტემპი შესთავაზა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. მსოფლიოს ჩემპიონის რიგებში ყველაზე შედეგიანი დენის შროდერი იყო, რომელმაც გარდა შედეგიანობისა, ერთი რეკორდიც დაამყარა.

26 ქულისა და 5 მოხსნის გარდა, შროდერმა 12 ასისტი დააგროვა, რაც 1995 წლის შემდეგ, ანუ მერე, როდესაც კონტინენტის პირველობას სტატისტიკა აღირიცხება, ნახევარფინალურ ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებელია. დენისმა ამ მხრივ ესპანელ სერხიო როდრიგესს (9 პასი), ლიეტუველ მანტას კალნიეტისს (9), სლოვენიელ ლუკა დონჩიჩსა (8) და თურქ ჰიდაეტ თურქოღლუს (8) აჯობა.

მთლიანად ევრობასკეტის ყველაზე ეტაპზე ასისტების რეკორდი ჩეხ ტომაშ სატორანსკის ეკუთვნის, რომელმაც 2022 წლის ჩემპიონატზე თანაგუნდელებს ერთ შეხვედრაში 17 შედეგიანი პასი მიაწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინეთი ნახევარფინალში დამარცხდა | გერმანია ბრწყინვალე იყო და პირველი ფინალისტია
ფინეთი ნახევარფინალში დამარცხდა | გერმანია ბრწყინვალე იყო და პირველი ფინალისტია