FIBA-ს განახლებული რეიტინგი: საქართველოს ნაკრები ოცეულშია
Aa
Aa

FIBA-ს განახლებული რეიტინგი: საქართველოს ნაკრები ოცეულშია

FIBA-მ ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები ოთხი პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად მე-20 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ევრობასკეტი მერვე ადგილით დაასრულა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ისტორიული შედეგს მიაღწია და ტურნირის მეოთხედფინალში პირველად იასპარეზა.

ოცეული ასე გამოიყურება:

1. აშშ - 845.8

2. გერმანია - 765.9

3. სერბეთი - 761.8

4. საფრანგეთი - 756.5

5. კანადა - 753.1

6. ავსტრალია - 740.2

7. ესპანეთი - 720.3

8. არგენტინა - 708.3

9. ლიეტუვა - 702.5

10. ბრაზილია - 699.4

11. ლატვია - 687.2

12. თურქეთი - 686.2

13. საბერძნეთი - 684.1

14. სლოვენია - 655.7

15. იტალია - 640.5

16. პუერტო-რიკო - 613.5

17. ფინეთი - 602.4

18. მონტენეგრო - 571.5

19. პოლონეთი - 539.5

20. საქართველო - 509.2

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ევრობასკეტის გამარჯვებული გერმანიის ნაკრები გახდა, რომელმაც თურქეთი დაამარცხა. გერმანელები ევროპის ჩემპიონები 32-წლიანი პაუზის შემდეგ მეორედ გახდნენ, ხოლო თურქებმა კონტინენტის პირველობის ვერცხლის მედლები 2001 წლის შემდეგ მეორედ მოიგეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „სწრაფი კალათბურთი უნდა მოვახვიოთ თავს“ - ფინური პრესა საქართველოს ნაკრებზე
    „სწრაფი კალათბურთი უნდა მოვახვიოთ თავს“ - ფინური პრესა საქართველოს ნაკრებზე