დენის შროდერი
Aa
Aa

მსოფლიოს შემდეგ ევროპაც - გერმანელების ტრიუმფი

2025 წლის ევრობასკეტი გერმანიის ეროვნული გუნდის ტრიუმფით დასრულდა. ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ალემანებმა თურქეთის ნაკრები 5-ქულიანი სხვაობით, 88:83 დაამარცხეს და ორი წლის წინ პლანეტის პირველობაზე გამარჯვების შემდეგ, ახლა კონტინენტის ჩემპიონატიც მოიგეს.

გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი დენის შროდერმა ითამაშა, რომლის ანგარიშზეც გერმანელების მიერ დაგროვებული უკანასკნელი ექვსი ქულაა, რამაც მატჩზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. მთლიანობაში კი შრიოდერმა თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა და 16 ქულასთან ერთად, 12 ასისტი და 3 მოხსნა მიითვალა. თურქებს შორის გამორჩეული მათი უდავო ლიდერი ალპერენ შენგუნი გახლდათ, რომელმაც 28 ქულასა, 3 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დასახელდა ტურნირის სიმბოლური ხუთეული, სადაც იანის ანტენტოკუმპო (საბერძნეთი), დენის შროდერი (გერმანია), ალპერენ შენგუნი (თურქეთი), ფრანც ვაგნერი (გერმანია) და ლუკა დონჩიჩი (სლოვენია) მოხვდნენ. ევრობასკეტის საუკეთესო კალათბურთელად კი დენის შროდერი დასახელდა, რომელმაც გათამაშების MVP-ის ჯილდო ორი წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოიპოვა.

გერმანელები ევროპის ჩემპიონები 32-წლიანი პაუზის შემდეგ მეორედ გახდნენ, ხოლო თურქებმა კონტინენტის პირველობის ვერცხლის მედლები 2001 წლის შემდეგ მეორედ მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრინჯაოს მედლები ბერძნებს - იანისის ლაურის ორმაგი დუბლები
ბრინჯაოს მედლები ბერძნებს - იანისის ლაურის ორმაგი დუბლები