იანის ანტეტოკოუნმპო, ლაური მარკანენი
Aa
Aa

ბრინჯაოს მედლები ბერძნებს - იანისის ლაურის ორმაგი დუბლები

2025 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი საბერძნეთის ეროვნული გუნდი გახდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ვასილიოს სპანულისის შეგირდებმა მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენა ფინეთის ნაკრები 92:89 დაამარცხეს. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ელადელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და როგორც მინიმუმ 10-ქულიანი სხვაობით იყვნენ დაწინაურებულები, თუმცა „სუომიმ“ საოცარი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბა და რომ არა უიღბლობა, თამაში აუცილებლად ოვერტაიმში გადავიდოდა.

შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე, როდესაც ანგარიშში სკანდინავიელები მეტოქეს 87:90 ჩამორჩებოდნენ, ბერძნების გამოცდილმა კალათბურთელმა კოსტას პაპანიკოლაუმ სრულიად არასაჭირო ვითარებაში ელიას ვანტონენის წინააღმდეგ თამაშისას ჯარიმა აიკიდა და ამ უკანასკნელს სამივე საჯარიმო რომ გამოეყენებინა, თამაში ოვერტაიმში გადავიდოდა, თუმცა მხოლოდ ორი ჩააგდო, საპირისპირო მხარეს კი იანის ანტენტოკუმპო ზუსტი იყო და ელადელებმა გაიმარჯვეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სწორედ „მილუოკის“ ვარსკვლავი გახდა, რომელმაც 30 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. იანისის მსგავსად ორმაგი დუბლი იყო ლაური მარკანენის ანგარიშზე (19 ქულა, 10 მოხსნა), თუმცა ეს მის თანამემამულეებს ვერაფერში დაეხმარა.

ცნობისათვის, საბერძნეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები 16-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში მესამედ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითო პერიოდში ორი წუთი უნდა ეთამაშა“ - სანაძე შენგელიას სამედიცინო პროტოკოლზე
„თითო პერიოდში ორი წუთი უნდა ეთამაშა“ - სანაძე შენგელიას სამედიცინო პროტოკოლზე