„ატამან, ეშმაკსაც წაუღიხარ“ - შროდერის რეპლიკა თურქების მწვრთნელზე
გერმანია - თურქეთის ევრობასკეტის ფინალური მატჩის მიმდინარეობისას არც კალათბურთელებსა და არც მწვრთნელებს შორის არანაირი სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა როგორც ჩანს მათ შორის ფარული შუღლი მაინც არსებობდა, რამაც თავი შეხვედრის დასრულების შემდეგ იჩინა.
როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა BILD-ი იუწყება, დარბაზიდან წასული გერმანიის ნაკრების ავტობუსიდან ისმოდა ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად დასახელებული დენის შროდერის ხმამაღალი ყვირილი: „ერგინ ატამანი ტურნირის საუკეთესო მწვრთნელია? ეშმაკსაც წაუღია“. როგორი რეაქცია მოჰყვება ამ ყველაფერს თურქეთის ნაკრების ბანაკში, რთული სათქმელია. რაც შეეხება შროდერს, გერმანელთა ლიდერმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ევრობასკეტის ფინალში თურქები 5-ქულიანი სხვაობით, 88:83 დაამარცხა და 32-წლიანი პაუზის შემდეგ კონტინენტის პირველობის ოქროს მედლები მეორედ მოიგო.