სკანდალური ელფოსტა | PR-კამპანია დემბელეს ოქროს ბურთის მოსაგებად
ევროპულ პრესაში სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. ელექტრონული წერილი, რომლის მიხედვითაც ცდილობენ უსმან დემბელეს ოქროს ბურთის მოგებაში დაეხმარონ.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე PR-სააგენტო აქტიურად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იამალმა ან სალაჰმა დემბელეს წარმატება არ მიითვისოს, თუმცა გავრცელებული ელექტრონული წერილის და მისი სანდოობის საკითხი ჯერ დადასტურებული არაა.
ავსტრალიაში მოღვაწე საფეხბურთო კონტენტ-შემქმნელმა ნილ გარდნერმა, რომელსაც X-ზე (ყოფილი Twitter) 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ მას PR-სააგენტოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დემბელეს მხარდასაჭერად მუშაობის შემთხვევაში კარგ კომპენსაციას მიიღებდა.
უცნობი გამომგზავნის წინადადება ითვალისწინებდა - „ყოველ კვირა სამი წინასწარ მომზადებული ტვიტის გამოქვეყნებას ერთი თვის განმავლობაში“, - რომლებიც გამოკვეთავდნენ ფეხბურთელის თამაშს და მის გავლენას გუნდზე, იმ არგუმენტებს, რის საფუძველზეც მას ოქროს ბურთი უნდა მოეპოვებინა.
ბუნებრივია, კითხვები რჩება ხსენებული კამპანიისა და მათი დამკვეთების ნამდვილობასთან დაკავშირებით, მით უფრო რომ ოქროს ბურთისთვის ხმების მიღება რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. ის გარემოება, რომ გარდნერი არ ასახელებს სააგენტოს და არც დროის დამადასტურებელ მტკიცებულებას ავრცელებს, აჩენს ვარაუდს - შესაძლოა, მან შეთავაზებულ თანხაზე უარი თქვა და ამის შემდეგ გაამჟღავნა საქმე პირობითი კორუფციის გამოსარკვევად. საკუთარ პოსტში გარდნერმა ასეთი რამ დაწერა:
„ახლახან მივიღე შემოთავაზება PR-სააგენტოსგან, დაფინანსებული კამპანია ოქროს ბურთზე დემბელეს მხარდასაჭერად. არ ვიცი, ვინ კვებავს ამ ყველაფერს, მაგრამ მგონია, რომ ეს აბსურდია და მე აღარ შემეძლო უბრალოდ მდუმარედ დამეტოვებინა ეს ყველაფერი”.
Ok, here goes…
— Neal ???????? (@NealGardner_) September 12, 2025
I was recently approached by a PR agency to run a PAID campaign in favour of Dembele’s Ballon d’Or run.
I don’t know who’s funding this, but I think it’s absolutely ridiculous and I had to raise awareness. https://t.co/fRwSzCBZuf pic.twitter.com/JaOsUNj0KP
გარდნერი იქვე განმარტება-პასუხშიც ამართლებდა თავის გადაწყვეტილებას საჯაროდ ემხილა საქმე: „სრულად ვაცნობიერებ შედეგებს. ეს იყო საშინელი სავაჭრო გადაწყვეტილება ჩემგან, მაგრამ ხვდებით? არ მიზიდავს ეს”.
ამასთან, მან დაამატა, რომ პრივილეგირებული პირია და საკმაოდ ხშირად უარი უთქვამს ათასობით დოლარზე: „მაქვს საშუალება ვთქვა უარი ათობით ათას დოლარზე. ასეა. მე კარგად ვცხოვრობ და ეს არ მჭირდება”.
ჯერჯერობით ამ სკანდალურ ამბავზე პსჟ-ს მხრიდან და ზოგადად ფრანგული მხარისგან გამოხმაურება არ ყოფილა. როგორც სტატიაშივეა აღნიშნული, გარდნერის მიერ გავრცელებული ელექტრონული ფოსტის წერილის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ცერემონია ამ წლის 22 სექტემბერს გაიმართება. ჯილდოს მოგების მთავარ ფავორიტად დემბელე ითვლება. მის მთავარ კონკურენტად კი ლამინ იამალი.