მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„უსაზღვრო გამძლეობა არ აქვს, უბრალოდ ყველა ნიუანსი იცის“ - უკრაინელი მებრძოლი დვალიშვილზე

შერეული ორთაბრძოლების მსუბუქი წონის უკრაინელმა მებრძოლმა, დანიილ დონჩენკომ სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან ვარჯიშებზე ისაუბრა.

„როდესაც კორმიესთან ვარჯიშობ, თავს უფრო დამაჯერებლად გრძნობ არა მხოლოდ ჭიდაობაში, არამედ დგომშიც. გარდა ამისა, ჯონ ვუდთანაც ვივარჯიშე - მან ისეთი მცირე ნიუანსები მასწავლა, რომ ახლა მესმის, რატომ აქვს მერაბ დვალიშვილს ასეთი კარდიო - ის ზედმეტს არაფერს აკეთებს. 

მერაბმა იცის, როგორ არ დახარჯოს ზედმეტი ძალა. ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ ამ ყველაფერს ცოდნა სჭირდება. მას უსაზღვრო გამძლეობა არ აქვს, უბრალოდ ყველა ნიუანსი იცის და მათ სხვებზე უკეთ იყენებს“.

24 წლის დონჩენკოს MMA-ში 11 მოგება და 2 მარცხი აქვს. ხვალ ის UFC Fight Night-ზე, The Ultimate Fighter-ის ფინალში ბრაზილიელ როდრიგო სეზინანდოს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება დვალიშვილს, ის 4 ოქტომბერს UFC 320-ზე კორი სენდჰეგენს შეხვდება და ქამრის მესამე დაცვას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები