ნახევარფინალში გავიდა - ლაშა გურულმა მსოფლიო ჩემპიონატის მედალი გაინაღდა
ინგლისის ქალაქ ლივერპულში მიმდინარე კრივის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს გარანტირებული მედალი აქვს - 65 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გურულმა მეოთხედფინალში ინდოელი აბჰინაშ ჯანვალი დაამარცხა.
 
ნახევარფინალში ლაშას მეტოქე უზბეკი ასადხუჯა მუიდინხუჯაევი იქნება, ფინალის მეორე საგზურს კი ერისლანდი ალვარესი (კუბა) და იური ფალკაო (ბრაზილია) გაითამაშებენ. ლაშას მომდევნო ბრძოლა 12 სექტემბერს გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ მედლის მოპოვების შანსები აქვს გიორგი ყუშიტაშვილსაც (85 კგ), რომელიც 12 სექტემბერს მეოთხედფინალში უკრაინელ დანილო ჟასანს შეხვდება.
ცნობისთვის, ლაშა გურული მსოფლიოს ჩემპიონატებზე ორჯერ ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული (2021, 2023), ახლა კი უფრო მაღალი სინჯის მედლის მოპოვებას შეეცდება.