დენა უაითი
Aa
Aa

„ვარსკვლავებს გავზრდი“ - დენა უაითმა საკრივო პროექტი დააანონსა

UFC-ს პრეზიდენტს ახალი გეგმები აქვს. დენა უაითმა 2026 წელს საკუთარი საკრივო პროექტის დაწყება დააანონსა.

„მომავალ წელს საკუთარ შოუს დავიწყებ. ეს პრეტენდენტების სერიის მსგავსი იქნება. საუკეთესოები საუკეთესოებთან იჩხუბებენ, დაუმარცხებლები კი - დაუმარცხებლებთან. ჩვენ ვიზრუნებთ არა მხოლოდ მთავარ მოვლენაზე, არამედ პირველ ჩხუბზეც. ვარსკვლავებს გავზრდი, შესანიშნავ ბრძოლებს დავაორგანიზებ, შემდეგ კი ეს ბიჭები გაძლიერდებიან და მერე უკვე თურქი ალ-შეიხთან (საუდის არაბეთის გართობის სამმართველოს ხელმძღვანელი) დაიწყებენ გამოსვლას“- თქვა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ დენა უაითის კონტენდერების სერია - პრომოუშენის რეგულარული შეჯიბრებაა, რომელიც MMA-ში ახალი ტალანტების აღმოსაჩენად, 2017 წელს შეიქმნა.

მასში ბევრ მომავალ ვარსკვლავს მიუღია მონაწილეობა, მათ შორის ალექს პერეირას, ბო ნიკალს, ჯეკ დელა მადალენას, შონ ომალისა და სხვებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ალვარესი: კროუფორდთან ჩხუბი კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება
ალვარესი: კროუფორდთან ჩხუბი კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება