კანელო ალვარესი, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

კროუფორდი: კანელო დიდია, მაგრამ არა გიგანტი

ამერიკელმა მოკრივე, ტერენს კროუფორდმა კანელო „საულ“ ალვარესზე ილაპარაკა, რომელიც მისი მომდევნო მეტოქეა.

მათი ჩხუბი 13 სექტემბერს, ლას-ვეგასში გაიმართება, გამარჯვებული კი ერთდროულად 6 ორგანიზაციის (WBA (Super), WBC, IBF, WBO, The Ring და TBRB) ქამარს დაეუფლება.

„კანელო დიდია, მაგრამ არა გიგანტი. მძიმე ბრძოლა იქნება. ის ჩემგან საუკეთესოს წაღებას ეცდება, ისევე როგორც მე - მისგან. ძალიან ამაღელვებელი ჩხუბი იქნება“, - თქვა კროუფორდმა.

შეგახსენებთ, რომ კანელო ალვარესი მსოფლიო ჩემპიონი ოთხ წონით დივიზიონში იყო და სამში, საჩემპიონო ქამრები გააერთიანა. 2021 წელს, „საული“ პირველი მოკრივე გახდა, რომელმაც სუპერ საშუალო წონით დივიზიონში ქამრები გააერთიანა.

რაც შეეხება ტერენს კროუფორდს, ის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა და კრივის გულშემატკივრები მათ დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია კრივში მიდის? - „მზად ვარ ალვარესი-კროუფორდის გამარჯვებულს ვეჩხუბო“
თოფურია კრივში მიდის? - „მზად ვარ ალვარესი-კროუფორდის გამარჯვებულს ვეჩხუბო“