კანელო ალვარესი, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

ალვარესი: კროუფორდთან ჩხუბი კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, კანელო „საულ“ ალვარესი დარწმუნებულია, რომ ტერენს კროუფორდს დაამარცხებს.

მათი ჩხუბი 13 სექტემბერს, ლას-ვეგასში გაიმართება, გამარჯვებული კი ერთდროულად 6 ორგანიზაციის (WBA (Super), WBC, IBF, WBO, The Ring და TBRB) ქამარს დაეუფლება.

„კროუფორდი ძალიან კარგი მებრძოლია. ეს გამოწვევა ჩემთვისაა. ის საკუთარ თავში დარწმუნებული არაა და თავისი შესაძლებლობების 100%-ით არ სჯერა. მე კი ამას ვიზამ. მე გამარჯვებული ვარ. ჩემი სტილი არ იცვლება - მე ყველაფერი შემიძლია. ვფიქრობ, რომ ეს ჩხუბი კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება“, - თქვა მექსიკელმა მოკრივემ.

კანელო ალვარესი მსოფლიო ჩემპიონი ოთხ წონით დივიზიონში იყო და სამში, საჩემპიონო ქამრები გააერთიანა. 2021 წელს, „საული“ პირველი მოკრივე გახდა, რომელმაც სუპერ საშუალო წონით დივიზიონში ქამრები გააერთიანა.

რაც შეეხება ტერენს კროუფორდს, ის ასევე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა და კრივის გულშემატკივრები მათ დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია არაა | ტერენს კროუფორდმა UFC-ში საუკეთესო მოკრივე დაასახელა
ილია თოფურია არაა | ტერენს კროუფორდმა UFC-ში საუკეთესო მოკრივე დაასახელა