ილია თოფურია, კანელო ალვარესი, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

თოფურია კრივში მიდის? - „მზად ვარ ალვარესი-კროუფორდის გამარჯვებულს ვეჩხუბო“

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ პოდკასტ NELK-ში განაცხადა, რომ კრივში ასპარეზობა სურს და მზადაა, კანელო ალვარესსა და ტერენს კროუფორდს შორის გამარჯვებულს ეჩხუბოს.

ილია თოფურია:

„კარგი იქნება, თუ არმან ცარუკიანი მაქს ჰოლოუეისთან იჩხუბებს, ჯასტინ გეიჯი კი პედი პიმბლეტთან, მე კი ამასობაში კრივში ასპარეზობა მსურს. შემიძლია თუ არა UFC-ში ყოფნის პარალელურად კრივში ასპარეზობა? მათი ნებართვა დამჭირდება. თუ კონორ მაკგრეგორს ამის უფლება მისცეს, რატომ არ უნდა მომცენ მეც? ამას სიამოვნებით გავაკეთებდი.

ბოლო წლებში კრივში ისეთი სიტუაციაა, რომ საუკეთესო მებრძოლები ერთმანეთს არ ხვდებიან - ყველა სხვადასხვა ორგანიზაციაშია. ახლა ამის გამოსწორებას ცდილობენ - ვხედავთ, რომ კანელო ალვარესი ტერენს კროუფორდს ხვდება, ოლექსანდრ უსიკი - ენტონი ჯოშუას...

სიამოვნებით ვიჩხუბები ალვარესი-კროუფორდის გამარჯვებულთან. კანელო ჩემი კერპი იყო, მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ რატომაც არა - მინდა, ეს გამოცდილება მივიღო“.

ცნობისთვის, ალვარესისა და კროუფორდის ჩხუბი 13 სექტემბერს ლას ვეგასში გაიმართება. გამარჯვებული ერთდროულად 6 ორგანიზაციის (WBA (Super), WBC, IBF, WBO, The Ring და TBRB) ქამარს დაეუფლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უსიკი: “ეს გამარჯვება უკრაინელი ხალხისთვისაა“
უსიკი: “ეს გამარჯვება უკრაინელი ხალხისთვისაა“