ტექნიკური ნოკაუტი - გურულმა ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა
ლაშა გურულმა ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გამართულ ორთაბრძოლაში ინგლისელი ჯეიმს ფრენცისი დაამარცხა.
გურულმა მე-5 რაუნდის დასაწყისში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა, მას შემდეგ რაც ფრენცისის კუთხემ ჩხუბის შეჩერება მოითხოვა.
ეს გურულისთვის პროფესიონალურ დონეზე მეორე ჩხუბი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ლაშას კუთხეში UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლი ალექსანდრე თოფურია იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ფრენცისს აქამდე კარიერაში 8 ჩხუბი ჰქონდა გამართული, საიდანაც 7 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
როგორც მოგეხსენებათ, ღონისძიების მთავარი მოვლენა ოლექსანდრ უსიკისა და დანიელ დუბუას დაპირისპირდებაა. ინგლისელი მოკრივე „თეთრ კურდღელზე“ მძიმეა - აწონვების ცერემონიაზე უსიკმა 103,1 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო „დინამიტმა“ 110,6 კგ.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        