ლაშა გურული
Aa
Aa

ლაშა გურულის მომდევნო ბრძოლა | აწონვების ცერემონია გაიმართა

ლაშა გურული მომდევნო ორთაბრძოლას ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გამართავს. ქართველ მოკრივეს ინგლისელი მეტოქე ეყოლება და ჯეიმს ფრენცისს დაუპირისპირდება, რომელსაც კარიერაში 8 ჩხუბი აქვს გამართული და ერთხელ დამარცხდა.

დღეს, აწონვების ცერემონია გაიმართა და გურული ფრენცისზე ოდნავ მძიმეა. ქართველმა მოკრივემ წონა ჩააბარა და 63.11 კილოგრამი დააფიქსირა, მისმა მოწინააღმდეგემ - 62.19 კგ.

როგორც მოგეხსენებათ, ღონისძიების მთავარი მოვლენა ოლექსანდრ უსიკისა და დანიელ დუბუას დაპირისპირდებაა. ინგლისელი მოკრივე „თეთრ კურდღელზე“ მძიმეა. უსიკმა 103.1 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო „დინამიტმა“ 110.6 კგ.

გეტყვით იმასაც, რომ გურულს პროფესიონალურ დონეზე 1 ჩხუბი აქვს გამართული. 2025 წლის მარტში, ლაშა ბერნარდ აბის დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არც ილია და არც ისლამი | ჰოლოუეიმ ყველაზე ძლიერი მებრძოლი დაასახელა
არც ილია და არც ისლამი | ჰოლოუეიმ ყველაზე ძლიერი მებრძოლი დაასახელა