მაქს ჰოლოუეი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

არც ილია და არც ისლამი | ჰოლოუეიმ ყველაზე ძლიერი მებრძოლი დაასახელა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაქს ჰოლოუეიმ უპასუხა კითხვას, ვის მიიჩნევს ამჟამად პრომოუშენის ყველაზე ძლიერ მებრძოლად.

„ეს ძალიან რთული კითხვაა. უმრავლესობა არჩევანს ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის გააკეთებს, თუმცა მე ჯეკ დელა მადალენას დავასახელებ. ის მეტ დაფასებას იმსახურებს“.

რაც შეეხება ყველა დროის საუკეთესო მებრძოლს, „დალოცვილის“ აზრით, ეს ბრაზილიელი როის გრეისია, რომელმაც UFC1, UFC2 და UFC4 მოიგო, სულ კი MMA-ში 15 მოგება, 2 მარცხი და 3 ფრე ჰქონდა.

ცნობისთვის, ჰოლოუეი ხვალ BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში დასტინ პორიეს დაუპირისპირდება. „დალოცვილისა“ და „ბრილიანტის“ ჩხუბი 20 ივლისს, თბილისის დროით 08:00 საათიდან დაიწყება.

რაც შეეხება დელა მადალენას, მან 10 მაისს ბელალ მუჰამედი დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა. უდიდესი ალბათობით, ამ ტიტულს დელა მადალენა ისლამ მახაჩევთან ჩხუბში დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას გარდა ეს მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონია“ | კრივის ლეგენდა თოფურიას აქებს
„ილიას გარდა ეს მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონია“ | კრივის ლეგენდა თოფურიას აქებს