ხამზატ ჩიმაევი, პაულო კოსტა, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„ძმაო ტირილს ნუ დაიწყებ“ - ჩიმაევმა კოსტას უპასუხა

რამდენიმე კვირაში UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება, სადაც დრიკუს დუ პლესი ტიტულის დაცვას კიდევ ერთხელ შეეცდება და ხამზატ ჩიმაევს დაუპირისპირდება.

ამ ბრძოლამდე მოულოდნელად სიტუაცია ბრაზილიელმა პაულო კოსტამ დაძაბა, რომელმაც ჩიმაევის კრიტიკა და შეურაცხყოფა დაიწყო.

„ჩიმაევი ნამდვილი ნაძირალაა. დიდი ხანია მასთან ჩხუბი მსურს, მაგრამ მუდამ გამირბის და ყოველთვის ახერხებს თავის დაძვრენას. გარდა ამისა, ხამზატმა გაბედა და ჩემს მეუღლეს ასეთი რამ მიწერა: „შენ ქმარს ვცემ, ურჩიე ოქტაგონში ჩემთან არ შემოვიდეს, თორემ ცუდად დაასრულებს“. ამ ყველაფრის გაგების შემდეგ, ჩიმაევზე უზომოდ გაბრაზებული ვარ და ერთი სული მაქვს, მასთან ერთად გალიაში როდის აღმოვჩნდებდი, სადაც მას გავუსწორდები“.

- განაცხადა კოსტამ.

ჩიმაევმა კოსტას მოკლედ უპასუხა:

„ძმაო, რა გჭირს? ტირილს ნუ დაიწყებ, გთხოვ ეს არ გააკეთო“.

ცნობისათვის, პაულო კოსტა საშუალო წონითი დივიზიონის ტიტულის ყოფილი პრეტენდენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები