„ჩვენი გულის ნაწილი დავკარგეთ“ | ნაპოლის ყოფილი კაპიტანი კვარაზე
„ნაპოლის“ ყოფილმა კაპიტანმა, ფრანჩესკო მონტერვინომ ანტონიო კონტეს გუნდზე ისაუბრა. მონტერვინო „პარტენოპეის“ მიერ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დახურულ გარიგებებს გამოეხმაურა, ხვიჩა კვარაცხელია ახსენა და მისი წასვლით სინანული გამოხატა.
„ვინ არის ფეხბურთელი, რომლისგანაც ყველაზე მეტს ველოდები? ნოა ლანგი, რადგან მისი თამაშის ყურებით სიამოვნებას ვიღებ. ლანგი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, რათა ის მსხვერპლი გაიღოს, რასაც იტალიის სერია A-ში თამაში მოითხოვს და კონტე შემტევი გარემარბის ნაცვლად, ყველაზე სოლიდურ ნახევარმცველებს სწორედ ამიტომ იყენებს.
იმედი მაქვს, ნოას მოედანზე მალე ვნახავთ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ხარისხით, თვისებებითა და ასაკითაც კი, ხვიჩა კვარაცხელიას ჰგავს. სამწუხაროდ, კვარა დავკარგეთ და მან ჩვენი გულის ნაწილიც წაიღო, თუმცა ლანგს შეუძლია, ეს სიცარიელე შეავსოს.“
ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ ლანგი პსვ-დან შეიძინა და მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა.