უნაი ემერი, ჯეიმი კარაგერი
Aa
Aa

ჯეიმი კარაგერი: ემერი მანჩესტერისთვის იდეალური კანდიდატია

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი CBS Sports-ის ექსპერტი ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ იდეალური მწვრთნელი უნაი ემერია, რომელიც „ასტონ ვილასთან“ ერთად პრემიერლიგის უახლოეს ტურში „ოლდ ტრაფორდს“ ესტუმრება.

რა თქვა კარაგერმა:

„ვფიქრობ, ემერი კანდიდატებს შორის მოწინავე პოზიციებზე არაა. ეს კარგია „ასტონ ვილასთვის“, მაგრამ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო და ალბათ ყველაზე დაუფასებელ მწვრთნელში იმედგაცრუებას უნდა იწვევდეს.

ყველა პარამეტრის მიხედვით, უნაი იდეალური კანდიდატია იმისათვის, რომ „მანჩესტერი“ გამოაცოცხლოს. ჩემი აზრით, მასზე მაღლა ინგლისში ამჟამად მომუშავე სპეციალისტებს შორის მხოლოდ გუარდიოლა დგას.

ემერი იგებს ტიტულებს, აქვს გასაგები ხედვა, არაერთხელ გამოუცოცხლებია კლუბები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურთ, აქვს პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება - ასეთი მწვრთნელები დეფიციტშია“.

ცნობისთვის, უნაი ემერის ვალენსიაში, მოსკოვის სპარტაკში, სევილიაში, პსჟ-ში, არსენალსა და ვილიარეალში უმუშავია, ასტონ ვილას კი 2022 წლიდან წვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუჯერებელი ფეხბურთელია“ | მანჩესტერ იუნაიტედს კვარას ტრანსფერი ურჩიეს
„დაუჯერებელი ფეხბურთელია“ | მანჩესტერ იუნაიტედს კვარას ტრანსფერი ურჩიეს