იურგენ კლოპი
Aa
Aa

Sky Sports: ჩელსი და მანჩესტერი კლოპთან კონტაქტებს უარყოფენ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზაფხულში იურგენ კლოპს მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზეს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ და „არისტოკრატები“ გერმანელ სპეციალისტთან მოლაპარაკებების გამართვას არ ადასტურებენ.

მანამდე მედიაში გავრცელდა კლოპის მრჩევლის, მარკ კოსიცკეს განცხადება, რომლის თანახმადაც 2025 წლის ზაფხულში კლოპს როგორც „ოლდ ტრაფორდზე“, ისე „სტემფორდ ბრიჯზე“ დასაქმებას სთავაზობდნენ. კოსიცკემ ასევე აღნიშნა, რომ მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნამდე კლოპთან კონტაქტზე აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციაც გავიდა, ხოლო მანამდე ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გერმანელ სპეციალისტს ინგლისის ნაკრების გაწვრთნას სთავაზობდა - ამ თანამდებობაზე შემდეგ ტომას ტუხელი დაინიშნა.

კლოპის მრჩევლის თქმით, გერმანელ სპეციალისტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ „ლივერპულის“ შემდეგ არც ერთ ინგლისურ კლუბში არ იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპმა „ლივერპული“ 2024 წელს დატოვა და კომპანია „რედ ბულის“ ფეხბურთის გლობალური ხელმძღვანელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდის იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ“ | ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
„გუნდის იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ“ | ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს