კერიკმა ქულები პირველად დაკარგა - მანჩესტერმა ვესტ ჰემს ვერ მოუგო
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მანჩესტერ იუნაიტედი ვესტ ჰემს ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
მაიკლ კერიკმა წითელი ეშმაკების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ქულები დაკარგა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა ანგარიში 50-ე წუთზე გახსნეს. თავი სოუჩეკმა გამოიჩინა.
მანჩესტერი ბევრს აქტიურობდა და კაზემირომ წონასწორობაც აღადგინა, თუმცა ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ, გოლი გაუქმდა.
წითელი ეშმაკები წაგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეშკომ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი 1:1 დააფიქსირა.
ცნობისთვის, მთელი მსოფლიო ელოდა, რომ ინფლუენსერი ფრენკ აილეტი თმების შეჭრას მოახერხებდა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ზედიზედ 5 გამარჯვებას უკვე 493 დღეა ელის, თუმცა, როგორც ჩანს, მას კიდევ დიდ ხანს მოუწევს ლოდინი.
ამ მატჩის შემდეგ, მაიკლ კერიკის გუნდს 45 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში კვლავ მე-4 ადგილს იკავებს.