Cadena SER: რეალს ზაფხულში 6 ფეხბურთელის დამატება სურს
მადრიდის „რეალი“ ზაფხულში 6 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Cadena SER-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ დაცვაში, ნახევარდაცვასა და შეტევაში 2-2 ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.
„კლუბში მიაჩნიათ, რომ არსებულ შემადგენლობას განაპირა და ცენტრალური მცველების, ჩამშლელი ნახევარმცველის, პლეიმეიკერის, მარჯვენა გარემარბისა და ცენტრალური თავდამსხმელის დამატება სჭირდება.
მთავარი სამიზნე შემტევი ნახევარმცველია, რომელიც ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის ფუნქციების შესრულებას შეძლებს. იდეალურად კანდიდატად მადრიდელები ვიტინიას მოიაზრებენ, თუმცა პსჟ პორტუგალიელისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს, რაც სიტუაციას ართულებს.
ასევე, მადრიდულ კლუბს უარი არ უთქვამს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ერლინგ ჰოლანდის გადაბირებაზე. ნორვეგიელი ფორვარდის დამატების შანსები იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ პეპ გუარდიოლა ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს“, - წერს გამოცემა.