ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სიტისთან მატჩი, გოლი ფინალში და ლიგის მოგება | კვარა პარი სენ-ჟერმენში

„პარი სენ-ჟერმენმა“ დოკუმენტური ფილმი, ოცი ოცდახუთი გამოუშვა, რომელიც გასულ სეზონში მიღწეულ წარმატებას მიუძღვნა. დოკუმენტურ ფილმში ხვიჩა კვარაცხელიამ „მანჩესტერ სიტისთან“ გამართულ მატჩზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილ გოლსა და ჩემპიონობის აღნიშვნაზე ისაუბრა.

მანჩესტერ სიტისთან მატჩი

„სიტისთან მატჩს ჩემს მეუღლესთან ერთად მივადევნე თვალი და ერთმანეთს ვუყურებდით და ვეუბნებოდით: „ეს სად მოვხვდით?!“ გიჟური თამაში იყო. სიტის შემდეგ ერთმანეთს ვენდობოდით და ერთად თამაშით სიამოვნებას ვიღებდით. ყველა შეხვედრაში ჩვენს ფეხბურთს ვთამაშობდით. მოედანზე სიამოვნების მისაღებად გავდიოდით და ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო. ერთი შეხედვით ეს ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ ასე არაა“.

ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და გატანილ გოლზე

„თანაგუნდელებს ვუყურებდი, რა რეაქცია ჰქონდათ ფინალზე. ყველა იღიმოდა და მხიარული განწყობა იყო. ვერავინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე საათში ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა გვეთამაშა. რაც შეეხება ჩემს გოლს, დემბელემ ბურთი მიიღო და უკან გავიხედე. დავინახე, რომ ჩემს უკან არც ერთი მცველი არ იყო და უსმანმა კარგი პასი გამიკეთა. ერთადერთი, რაც უნდა გამეკეთებინა, იყო ის, რომ გავქცეულიყავი, დამერტყა და გოლი გამეტანა. როცა გავიტანე, ჩემ გარშემო ყველაფერი გაითიშა. ვფიქრობდი, სად ვარ და რა გავაკეთე. სრული სიგიჟე იყო. მივხვდი, რომ ოცნებები ავიხდინე და საოცარი მომენტი იყო, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ.“

საზეიმო ცერემონიაზე

„როდესაც პარიზის აეროპორტში ჩავედით, უამრავი მოტოციკლეტი დავინახეთ. სიგიჟე იყო. ჩვენთან ერთად მოდიოდნენ და ლიგის მოგებას ზეიმობდნენ. მივხვდით, რომ ბრწყინვალე სამუშაო შევასრულეთ და ემოციები, რომლებიც მაშინ მივიღეთ, ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ფინალში „ინტერი“ დაამარცხა და „ნერაძური“ 5:0 გაანადგურა. ერთ-ერთი გოლი კვარაცხელიას ანგარიშზეა და ლიგის გარდა, ხვიჩამ საფრანგეთის ჩემპიონატი და თასიც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუეს და დემბელეს არყოფნაში გადამწყვეტი უნდა იყოს | France Bleu კვარაზე
დუეს და დემბელეს არყოფნაში გადამწყვეტი უნდა იყოს | France Bleu კვარაზე