ლუკა დონჩიჩი
Aa
Aa

დონჩიჩმა მსაჯებს შეუტია - „მეოთხედფინალში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს“

ევრობასკეტის მეოთხედფინალში ლუკა დონჩიჩის სლოვენია დაძაბულ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა (91:99), მატჩის შემდეგ კი „ლეიკერსის“ გამთამაშებელმა მსაჯები გააკრიტიკა.

„სჯობს, არაფერი ვთქვა. უკვე მეორე წუთზე ტექნიკური ჯარიმა მომცეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მსაჯს ხმამაღლა მივმართე. მეოთხედფინალში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ვინც არ უნდა იყოს ჩემს ადგილზე. საკმარისი იქნებოდა სიტყვიერი გაფრთხილებაც.

ამაზე საუბარს აზრი არ აქვს - ეს მეოთხედფინალია, ნახევარფინალში გასასვლელად ვიბრძვით, ასე რომ, არ მესმის, როგორ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. მეოთხე ჯარიმა როცა მომცეს, მესამე მეოთხედი ახალი დაწყებული იყო - ასეთი რამ ჩემს კარიერაში არასოდეს მომხდარა“.

მეოთხე პერსონალური ჯარიმა დონჩიჩმა დენის შროდერთან კონტაქტისთვის მიიღო, რის შემდეგაც ჟესტით მსაჯების მიკერძოებულობაზე მიანიშნა.

ცნობისთვის, დონჩიჩმა გერმანიის ნაკრებს 39 ქულა ჩაუგდო, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, თუმცა ბალკანელების ნახევარფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ იყო - გერმანია ნახევარფინალში გავიდა
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ იყო - გერმანია ნახევარფინალში გავიდა