იანის ანტეტოკოუნმპო, ერგინ ატამანი
Aa
Aa

„შეტევაში ბევრჯერ დაჯარიმდება“ - ატამანის გეგმა იანისის წინააღმდეგ

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და პარასკევს გვიან ღამით, ორივე ფინალისტის ვინაობა გვეცოდინება. დიდ ინტერესს იწვევს საბერძნეთსა და თურქეთს შორის გასამართი მატჩი, სადაც მიუხედავად იმისა, რომ თურქები ჯერჯერობით წინ დაუმარცხებლად მიიწევენ, ფავორიტის დასახელება ყველას უჭირს. რაც შეეხება ალპერენ შენგუნისა და მისი თანაგუნდელების მთავარ მწვრთნელს, მომავალ პრინციპულ მატჩთან დაკავშირებით ერგინ ატამანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და ძირითადი ყურადღება ბუნებრივია ბერძნების ლიდერზე, იანის ანტენტოკუმპოზე გაამახვილა:

„საბერძნეთის ნაკრების დამრიგებელი, ჩემი კოლეგა ვასილის სპანულისი არამხოლოდ ტექნიკური, არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი აღმოჩნდა. ჯგუფური ეტაპის მიმდინარეობისას, მან თქვა, რომ იანისი დონჩიჩთან, შენგუნთან და იოკიჩთან შედარებით ნაკლებ საჯარიმოებს ისვროდა. რა მოხდა ამის შემდეგ ლიეტუველებთან შეხვედრაში? ანტენტოკუმპომ საჯარიმოს ხაზიდან 16 ქულა დააგროვა და ეს სპანულისის მხრიდან ჭკვიანური სვლა იყო.

მეც მინდა რაღაცის თქმა - NBA ევროპული კალათბურთისგან რადიკალურად განსხვავდება. თუ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეტოქის ფართან შესაღწევად სივრცე დიდია, რაშიც იანისი ყველაზე მაგარია, ევროპაში სამწამიანი დაცვა არ არსებობს და შეტევაში ბევრ ფოლებს აიღებს. ერთ რამეს ვიტყვი - თუ ანტენტოკუმპოს წინააღმდეგ დავჯარიმდებით, ეს უნდა დააფიქსირონ, მაგრამ თუ მოვახერხეთ და შეტევაში თავად დაარღვია წესები, არბიტრებს არც ეს ეპიზოდები უნდა გამოეპაროთ, რადგან მსგავს შემთხვევებს ხშირად ექნება მომავალ შეხვედრაში ადგილი“.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი-თურქეთის ნახევარფინალური მატჩი პარასკევს, 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. მეორე ფინალისტის ვინაობა კი, გერმანია-ფინეთის წყვილში გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია: “მსაჯების გამო არ წაგვიგია, ჩემი გუნდით ვამაყობ“
შენგელია: “მსაჯების გამო არ წაგვიგია, ჩემი გუნდით ვამაყობ“