დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ იყო - გერმანია ნახევარფინალში გავიდა
ევრობასკეტის ¼-ფინალში საკმაოდ საინტერესო მატჩი გაიმართა. გერმანია სლოვენიას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 99:91 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მესამე მეოთხედის ჩათვლით, სლოვენია იგებდა. პირველი მეოთხედი მათ 32:21 გაიმარჯვეს. პირველი ტაიმი კი სლოვენიელთა სასარგებლოდ, 6-ქულიანი უპირატესობით დასრულდა.
მესამე მეოთხედის დასრულების შემდეგ, გერმანია 4 ქულით აგებდა და უკანასკნელ მეოთხედში ყველაფერი შეიცვალა. 29:17, საბოლოო ჯამში 99:91 და გერმანია ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფინეთს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში საქართველოს მოუგო.
სლოვენიელთა მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაფერი აქტიური ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც არასრულ 33 წუთში 39 ქულას, 10 მოხსნას და 7 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
გერმანელთა მხრიდან საუკეთესო ვაგნერი იყო, რომელმაც 35 წუთში 23 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
რაც შეეხება შროდერს, დეტროიტის ვარსკვლავმა 34 წუთში 20 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.