ევრობასკეტი: ყველა სამიანი ჩაგვიგდეს - საქართველო ფინეთთან დამარცხდა
ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა და 79:93 დამარცხდა.
ფინელებმა თავიანთი მთავარი იარაღი - სამქულიანები შესანიშნავად გამოიყენეს. ისევე როგორც ყველას, ვისაც მსროლელები ჰყავთ და თამაში მისდით, ასეთ დროს ჩვენი გუნდი პერიმეტრს ვერასდროს იცავს და სასწაული არც ამჯერად მოხდა. ფინეთმა პირველი მეოთხედი 28:15 მოიგო და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მხოლოდ მესამე მეოთხედის მოგება შეძლო - 22:14.
სათადარიგოთა სკამის სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს - 41-ით 4 ფინელების სასარგებლოდ. ასეთ დროს უბრალოდ წარმოუდგენელია მეტოქეს თამაში მოუგო, მით უმეტეს, როცა ჩვენს ლეგიონერს კამარ ბოლდუინს მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა.
შეხვედრის გარდამტეხი მომენტი ვალტონენის 2 სამქულიანი იყო, რომელიც მან 4 წუთით ადრე ჩააგდო და მიახლოების საშუალება არ მოგვცა.
CLUTCH VALTONEN DOES IT AGAIN ????????????
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) September 10, 2025
Elias Valtonen has made six shots from 3P range in this EuroBasket, with four of those being scored in the 4th quarter ????#EuroBasket pic.twitter.com/AlXQDFU7kH
ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი 22 ქულა სანდრო მამუკელაშვილმა ჩააგდო, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.
გოგა ბითაძეს კი, რომელიც 14 ქულით იმყოფებოდა, მორიგი გაუაზრებელი ჯარიმების მიღების შედეგად პარკეტის დატოვება ნაადრევად მოუხდა. ამის გამო დასკვნითი მეოთხედის ნახევარი ჩვენი გუნდის ლიდერის გარეშე ვითამაშეთ.
ასევე აღსანიშნავია ჩვენი ნაკრების ქაოტური შეტევები. ძალიან ხშირი იყო მომენტები, როცა სროლა შეტევის დასრულება 3-4 წამით ადრე გვიწევდა, რაც გეგმის არქონაზე მიუთითებს.
ამრიგად, ფინეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანია-სლოვენიას შორის გამარჯვებული იქნება.
ჩვენმა ნაკრებმა კი ევრობასკეტ 2025-ზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა - 1/4-ფინალურ სტადიაზე პირველად ვითამაშეთ.