„ან მეჩხუბოს, ან ტიტული დათმოს“ - ცარუკიანი თოფურიას არ ეშვება
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის სომეხმა მებრძოლი, არმან ცარუკიანი რუსული Match TV-ის ეთერში ისლამ მახაჩევის კომენტარს გამოეხმაურა და ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიაზე განაცხადა, რომ არმან ცარუკიანთან ბრძოლას გაურბის, თავად ცარუკიანმა კი ამ ფაქტს სიმართლე უწოდა და აღნიშნა, რომ თუ თოფურია მის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს იტყვის, მაშინ ჩემპიონის ტიტულიც უნდა დათმოს.
რას ამბობს ცარუკიანი:
„ისლამ მახაჩევს ვეთანხმები, ილია ჩემთან ბრძოლას გაურბის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თოფურიასთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე მე ვარ. ჩემთან ჩხუბს არა მხოლოდ ილია, არამედ ყველა ერიდება. თუ თოფურიას ჩემთან ბრძოლა არ სურს, მაშინ ტიტული დათმოს, ან სხვა წონაში გადავიდეს.“
„ახლა ის კრივზე საუბრობს, ემზადება, რომ კანელო ალვარესი და კროუფორდი ერთი დარტყმით დაანოკაუტოს. დაე, იყოს ასე, გადავიდეს კრივში და MMA-ს თავი დაანებოს. ჩვენ კი იმას მივხედავთ, რაც ჩვენ გვეკუთვნის.“
შეგახსენებთ, რომ თოფურიას მომდევნო ჩხუბის თარიღი და მეტოქე უცნობია. ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ჯასტინ გეიჯიზე იწერება, თუმცა UFC-ის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. არმანმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, კიდევ ერთი ორთაბრძოლა გამართოს და ტიტულზე ამის შემდეგ იჩხუბოს.