ვიტესი, გურამ კაშია
Aa
Aa

კაშია შესაძლოა ვიტესში დაბრუნდეს | Footballtransfers

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, რომელიც ამჟამად „სლოვანში“ ასპარეზობს, შესაძლოა თავის ძველ კლუბში - „ვიტესში“ დაბრუნდეს.

როგორც Footballtransfers-ი წერს, 38 წლის ქართველ მცველს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, თავისუფალი აგენტი ხდება და 2026 წლის ზაფხულში შესაძლებელია კვლავ „ვიტესის“ რიგებში ვიხილოთ.

„გურამ კაშიას თამამად შეიძლება ვუწოდოთ „ვიტესის“ სიმბოლო. ქართველი ფეხბურთელი არნემის გუნდში მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა. ახლა ის ბრატისლავის „სლოვანშია“. თუმცა, მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და მომავალ ზაფხულში, შესაძლოა, „ვიტესში“ დაბრუნდეს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია „ვიტესის“ შემადგენლობაში 2010-2018 წლებში თამაშობდა. მან 293 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე მოქმედება გააკეთა. ბოლოს ის გუნდის კაპიტანიც იყო.

რაც შეეხება „სლოვანს“, გურამი ბრატისლავურ გუნდში 2021 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდიდან დღემდე, მან „სლოვანის“ მაისურით 171 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მსოფლიოზე გასვლა გვინდა, თურქეთს და ბულგარეთს უნდა მოვუგოთ“ - კაშიას და სანიოლის პრესკონფერენცია
„თუ მსოფლიოზე გასვლა გვინდა, თურქეთს და ბულგარეთს უნდა მოვუგოთ“ - კაშიას და სანიოლის პრესკონფერენცია