ხვიჩა კვარაცხელია, გურამ კაშია
Aa
Aa

„თავს დამნაშავედ ვგრძნობ“ - კაშიასა და კვარაცხელიას კომენტარები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა თურქეთთან გამართა და სამწუხაროდ 2:3 დამარცხდა.

თამაშის შემდეგ, ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

ხვიჩა კვარაცხელია:

„ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ საქართველოში თამაში ყველა ფეხურთელისთვის დიდი ოცნებაა და ძალიან გაგვიმართლა, რომ ეს 2 თამაში გვიწევს საქართველოში. რა თქმა უნდა, დასანანია, რომ მარცხით ვიწყებთ, მაგრამ მადლობის მეტი, არაფერი გვეთქმის იმის მიუხედავად, რომ 1:3-ს ვაგებდით, გულშემატკივრები ბოლომდე დარჩნენ სტადიონზე და ჰქონდათ ის იმედი, რაც ჩვენ გვქონდა. დიდი მადლობა მათ, რომ ასე გვიჭერენ მხარს და ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენს თითოეულ წარმატებაში“.

გურამ კაშია:

„სამწუხარო გოლები გავუშვით. თურქეთის ნაკრებს მომენტი თითქმის არ შეუქმნია. ბურთის ამოტანაში ცოტა გვიჭირდა, რამდენადაც ეს 4 მცველის ბრალია. უკეთესად უნდა ამოგვეტანა ბურთი. კიტე ამ როლში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დაგვაკლდა. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ და ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. მეც დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ ეს თამაში წავაგეთ“.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. მეორე მატჩი ასევე თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება. ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
0:3-დან ქულის აღებამდე ცოტა დაგვაკლდა | საქართველო თურქეთთან 2:3 დამარცხდა
0:3-დან ქულის აღებამდე ცოტა დაგვაკლდა | საქართველო თურქეთთან 2:3 დამარცხდა