ილია თოფურია
Aa
Aa

„თუ ხალხს დასჭირდება, ასეც მოვიქცევი“ - თოფურია ესპანეთის პრემიერ-მინისტრობაზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ესპანეთში, თავისივე საბრძოლო ორგანიზაცია WOW-ს 22-ე ღოსიძიებისწინა პრესკონფერენციაზე წარსდგა, სადაც ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის თავის მომდევნო ჩხუბზე, პოტენციურ მეტოქეებსა და ა.შ.

ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ქართველ მებრძოლს ხუმრობით ჰკითხეს, კონორ მაკგრეგორის მსგავსად, აპირებდა თუ არა სამომავლოდ პოლიტიკაში წასვლას და ესპანეთის პრემიერ-მინისტრობას, რასაც თოფურიამ მოკრძალებით უპასუხა.

რას ამბობს ილია:

„ხედავთ, გრძნობთ - ილია პრეზიდენტად... სიმართლე ისაა, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპამდე ამაზე არასდროს მიფიქრია, არც კი მიფიქრია, მინდოდა თუ არა პრემიერ-მინისტრობა. მაგრამ თუ ხალხს ეს დასჭირდება, რა თქმა უნდა, ასე მოვიქცევი.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლოს UFC 317-ზე იჩხუბა. „ელ მატადორი“ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და ბრაზილიელი მებრძოლი პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. „დუ ბრონქსთან“ გამარჯვების შემდეგ, ილია UFC-ის Pound for Pound რეიტინგის პირველი ნომერი გახდა. 

რაც შეეხება თოფურიას მომდევნო მოწინააღმდეგეს, უცხოურ პრესაში ჯასტინ გეიჯის, პედი პიმბლეტისა და არმან ცარუკიანის ვარიანტებს აჟღერებენ. დღეს, არმანმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ილიამ მასთან უნდა იჩხუბოს ან ქამარი ვაკანტური გახადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„UFC-სთან მოლაპარაკებები გვაქვს, არ ვიცი, როდის ვიჩხუბებ“ | ილია თოფურია
„UFC-სთან მოლაპარაკებები გვაქვს, არ ვიცი, როდის ვიჩხუბებ“ | ილია თოფურია