იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

საფინალო სირენასთან ერთად მოაგებინა | იანისის გამარჯვების მომტანი ორქულიანი

იანის ანტეტოკუნმპოს „მილუოკი ბაქსმა“ „ინდიანა პეისერსი“ დაამარცხა. „საკრამენტო კინგსთან“ წაგების შემდეგ „ბაქსი“ „პეისერსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და „გრიკ ფრიკის“ გმირობით მოიგო - 117:115.

შეხვედრის დასრულებამდე 14 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო. შეტევა „მილუოკის“ ჰქონდა და დოკ რივერსმა გადამწყვეტი სროლა ბერძენ სუპერვარსკვლავს მიანდო. იანისმა დრო მშვენივრად გააკონტროლა და საფინალო სირენასთან ერთად ურთულესი ორქულიანი ჩააგდო. „გრიკ ფრიკმა“ ჩაგდებული ბურთი ემოციურად აღნიშნა და „პეისერსის“ ქომაგებს მოუწოდა, გაჩუმებულიყვნენ.

ანტეტოკუნმპო ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 31 წუთში 33 ქულა, 13 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გაიფორმა. კაილ კუზმას 15 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა, ხოლო ეიჯეი გრინმა 13 ქულა მიითვალა. „ინდიანას“ რიგებში 32 ქულით პასკალ სიაკამი გამოირჩა, აიზეია ჯექსონს 21 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა.

ცნობისთვის, „მილუოკის“ 5 მოგება და 2 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე გახლავთ. „ბაქსი“ მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოტმაც დაადასტურა - რეალთან და სიტისთან მამარდაშვილი იქნება
სლოტმაც დაადასტურა - რეალთან და სიტისთან მამარდაშვილი იქნება