სლოტმაც დაადასტურა - რეალთან და სიტისთან მამარდაშვილი იქნება
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მადრიდის „რეალთან“ გასამართი მატჩის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მერსისაიდული გუნდის მეკარე, ალისონ ბეკერი „სამეფო კლუბისა“ და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. შესაბამისად, „ლივერპულის“ უახლოეს ორ მატჩში კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
რას ამბობს სლოტი:
„ხვალინდელ მატჩში ალექსანდრ ისაკი, ჯერემი ფრიმპონგი და ალისონ ბეკერი ვერ ითამაშებენ. ისაკი შეიძლება კვირას განაცხადში იყოს, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვი, უნდა დაველოდოთ, როგორ წარიმართება რეაბილიტაცია. ალისონსა და ჯერემიზე გეტყვით, „მანჩესტერ სიტისთანაც“ არ იქნებიან.“
შესაბამისად, გიორგი მამარდაშვილს უახლოეს ორ თამაშში ორი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „რეალის“ დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება, პრემიერ ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩი კი 9 ნოემბერს, ჩვენი დროით 20:30 საათზე არის დაგეგმილი.