რონალდუ: არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მესი ჩემზე უკეთესია
კრიშტიანუ რონალდუმ ცნობილ ინგლისელ ჟურნალისტს, პირს მორგანს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.
ინტერვიუს ანონსში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ლიონელ მესსი მასზე უკეთესი მოთამაშე არ არის.
„ალ-ნასრის“ თავდამსხმელს წამყვანმა ჰკითხა: „უეინ რუინიმ თქვა, რომ მესი შენზე უკეთესია, რას ფიქრობ?“, რაზეც რონალდუმ ასე უპასუხა:
„პრობლემა არ არის, მაგრამ მე არ ვეთანხმები ამ აზრს. არ მინდა, თავმდაბალი ვიყო.“
შეგახსენებთ, რომ 40 წლის კრიშტიანუ არაბული კლუბის ღირსებას 2023 წლიდან იცავს და მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი ჩაატარა, გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.