კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

რონალდუს დუბლი - ალ ნასრის ალ ფაიჰასთან მოაგებინა

საუდის არაბეთის პრო ლიგის მე-7 ტურში ალ ნასრიმ ალ ფაიჰას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

საფეხბურთო სცენაზე კვლავ კრიშტიანუ რონალდუმ გაიბრწყინა, რომელმაც ალ ფაიჰას ორი გოლი გაუტანა და ალ ნასრიმ სწორედ პორტუგალიელის დუბლით მოიგო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლები აგებდნენ და გამარჯვება მსაჯის მეირ კომპენსირებულ დროში მოახერხეს.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 952-ე ოფიციალური გოლი გაიტანა და 1000 გოლამდე 48 გოლი აკლია. მისი შემდეგი მიზანი სწორედ ეს გახლავთ.

რაც შეეხება ალ ნასრის, სატურნირო ცხრილში 7-დან 7 მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები