მესის შედევრი - ინტერ მაიამიმ პლეი-ოფში ნეშვილთან პირველი მატჩი წააგო
MLS-ში პლეი-ოფების სტადია დაიწყო. მერვედფინალში ინტერ მაიამი სტუმრად ნეშვილს დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.
გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული და მომენტებით დახუნძლული მატჩი იხილეს. შეხვედრა კი ლიონელ მესის დიდებული გოლით დაგვირგვინდა, თუმცა ამან ინტერ მაიამის ვერ უშველა.
ანგარიში მე-9 წუთზე სარიჯმა გახსნა. 45-ე წუთზე ბაუერმა სხვაობა ორამდე გაზარდა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ერთი ბურთის გაქვითვა მატჩის ბოლო წუთზე მოახერხა. მისი გოლი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.
ცნობისთვის, ინტერ მაიამის და ნეშვილის განმეორებითი დაპირისპირება 9 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 01:00-დან დაიწყება.