“ლევანდოვსკი და ოლმო დაბრუნდნენ“ - ფლიკი ელჩესთან მატჩის წინ
ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა ელჩეს უმასპინძლებს. მატჩის წინ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ფლიკი:
„განსხვავებული სტილის მატჩია. მომწონს, თუ როგორ თამაშობს ელჩე. ჩვენს სათამაშო გეგმას უნდა მივყვეთ. ბოლო 2 დღეში ბარსელონამ ნაყოფიერად ივარჯიშა. ლევანდოვსკი და ოლმო დაბრუდნენ, თუმცა პედრი დავკარგეთ. ამას უნდა შევეგუოთ. იამალს ცოტა დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ ახლა თავს უკეთესად გრძნობს და პროგრესს აგრძელებს.
კუბარსი ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და არ არის გასაკვირი, რომ მუდმივად მაღალ დონეზე ვერ თამაშობს. იამალს ყოველთვის დავიცავ, მას დიდი მომავალი აქვს. ელ კლასიკო? არ მსურს უკან გახედვა. მადრიდის რეალი არის წყალი ხიდის ქვეშ და მათზე საუბარი არ მსურს.“
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში ელ კლასიკო გაიმართა, რომელიც მადრიდის რეალმა კილიან მბაპესა და ჯუდ ბელინგემის გოლებით მოიგო. ამ მატჩის შემდეგ, რეალი ბარსელონას სატურნირო ცხრილში 5 ქულით უსწრებს.
ასევე გეტყვით, რომ ბარსელონასა და ელჩეს მატჩი 2 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.