კრიშტიანუ-ჯუნიორის სადებიუტო - პორტუგალიელებმა უელსელებს მოუგეს
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - მაშინ როდესაც, კრიშტიანუ რონალდუ ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზე თამაშობს და თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ლამის ყველა შეხვედრაში გოლი გააქვს, პორტუგალიის ასაკობრივ ნაკრებში მისი შვილი გამოჩნდა. კერძოდ „ლუზიტანების“ 16-წლამდე გუნდში სადებიუტო ბურთი კრიშტიანუ-ჯუნიორმა გაიტანა, რომელმაც უელსის კარი აიღო. ის თანაგუნდელმა დასარტყმელ პოზიციაზე დააგვირგვინა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის შვილმაც დამაგვირგვინებელ ფაზაში ისე იმოქმედა, რომ ქომაგებს უთუოდ უფროსი კრიშტიანუ გაახსენდებოდათ.
კრიშტიანუ-ჯუნიორი 15 წლისაა - ის 2010 წლის 17 ივნისს დაიბადა და ამჟამად „ალ-ნასრის“ 15-წლამდე გუნდში ირიცხება. იქამდე კი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „იუვენტუსის“ ასაკობრივი კლუბების ღირსებას იცავდა. უმცროსი-რონალდუ ისევე როგორც ლეგენდარული მამა, კარიერას მარცხენა ვინგერის პოზიციაზე იწყებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სუფთა ფორვარდადაც შეუძლია თამაში.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდო სანაკრებო დონეზე გატანილი ბურთების რაოდენობით მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის რეკორდსმენია - 40 წლის პორტუგალიელის ანგარიშზე თავისი ქვეუნის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 225 მატჩში 143 გოლია.