მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

შონ ომალი: უმარი დივიზიონში შესაძლოა საუკეთესოც იყოს

შონ ომალიმ მიანიშნა, რომ უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა სურს.

„მას ზურგს ძალიან კარგი გუნდი უმაგრებს. ჯანდაბა, უმარი საშინლად ძლიერია. ის გამოცდილია, კარგია როგორც დარტყმით ტექნიკაში, ასევე გრეპლინგში. მას აქვს უნარები. ვფიქრობ, ის ერთ-ერთი საუკეთესო ბიჭია დივიზიონში, თუ არა საუკეთესო.

სიტუაცია ახლა საკმაოდ საინტერესოა. ვის შეებრძოლება ის შემდეგ? მე არ მაქვს ჩანიშნული ბრძოლა, ისევე როგორც უმარს“,

– თქვა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა თავის იუთუბ არხზე საუბრისას.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ომალიმ უმართან ბრძოლის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა. ვნახოთ, როგორ მიიღებს ამ ყველაფერს ნურმაგომედოვი.

ომალი დვალიშვილი-იანის ბრძოლაზე

„შუგამ“ ცოტა ხნის წინ, მერაბისა და იანის მოახლოებულ ბრძოლაზეც გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

„პიოტრ იანი მერაბის წინააღმდეგ - ამბობენ, რომ პიოტრმა ხელი დაიზიანა ან ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო პირველ ბრძოლამდე. ვიტყვი ასე: პირველი ბრძოლა პატარა გალიაში გაიმართა, ხოლო ბრძოლა პატარა და დიდ გალიაში სრულიად განსხვავებული რამ არის. დანარჩენს რემატჩის შემდეგ ვნახავთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები