დვალიშვილი: ვოლკანოვსკის გამოწვევას ვერასდროს შევძლებ
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ბრძოლის ალბათობა გამორიცხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოდესმე ქვემსუბუქ წონაში გადავა.
„აქაც კარგად ვარ, ეს პირველი მიზეზი და მეორე – უზომოდ დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ალექსი. ვერასდროს შევძლებ მის გამოწვევას ჩხუბში“, – აღიარა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს, „მანქანა“ პიოტრ იანთან რევანშს გამართავს. მერაბმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა.
რაც შეეხება იანს, მან ბოლო ბრძოლა 26 ივლისს, აბუ-დაბიში გამართა და მარკუს მაკგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.