„დენა უაითი რამდენჯერმე მაგრად გავაბრაზე“ | მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი მაიკლ ბისპინგის პოდკასტის სტუმარი იყო და საინტერესო თემებზე ისაუბრა. UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ორგანიზაციის პრეზიდენტთან, დანა უაითთან არსებულ ურთიერთობასაც შეეხო და წარსული გაიხსენა.
„დენა უაითი რამდენჯერმე მაგრად გავაბრაზე და ვხვდები კიდეც, რატომ. პირველად ეს ჟოზე ალდოსთან ჩხუბის შემდეგ მოხდა. როცა გამარჯვებულად გამომაცხადეს, ჩემთან ინტერვიუს ჩასაწერად ჯო როგანი მოვიდა და მკითხა: „შენს მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან ბრძოლას აპირებ?“
ალჯო ჩემი საუკეთესო მეგობარია და ალდოსთან ჩხუბისთვისაც მომამზადა, თუმცა დიპლომატიურობა დამაკლდა და ვთქვი, რომ ჩემს მეგობარს არასდროს ვეჩხუბები-მეთქი, რაც დენას არ მოეწონა. პირველად სწორედ მაშინ გამიბრაზდა.
მეორედ გავაბრაზე, როდესაც შონ ო’მალისთან დიდი ორთაბრძოლა მელოდებოდა და ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში, მიღებული ჭრილობის ამსახველი ვიდეო გამოვაქვეყნე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დენა ყოველთვის კარგად მექცეოდა და პატივისცემას იჩენდა. მეც დიდ პატივს ვცემ და მებრძოლები მისი მადლიერი ვარ, რომ სამსახური გვაქვს.“
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დანამ მერაბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიმართ თბილი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. ორგანიზაციის პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ ჰყავს ჩემპიონი, რომელიც მზად არის, აქტიური იყოს.