„ასტონ ვილასთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო“ | Rousing the Kop მამარდაშვილზე წერს
გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით კარი მშრალად პირველად შეინახა. „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ ქართველი მეკარე სამი მოგერიებით გამოირჩა, ხოლო მატჩის შემდეგ Rousing the Kop-მა მას საინტერესო სტატია მიუძღვნა.
„ასტონ ვილასთან მატჩში მამარდაშვილი არნე სლოტის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ქართველმა მეკარემ რამდენიმე სახიფათო დარტყმა მოიგერია და, რომ არა მისი რეაქცია, უნაი ემერის გუნდი წინ გავიდოდა. მამარდაშვილის საუკეთესო სეივი მეტი კეშის წინააღმდეგ ვიხილეთ — მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ვირჯილ ვან დაიკს მოხვდა, თუმცა ქართველ მეკარეს პოზიცია სწორად ჰქონდა შერჩეული და „ლივერპული“ გაშვებულ გოლს გადაარჩინა.
ვერავინ უარყოფს, რომ კაომჰინ კელეჰერი კარგი მეკარეა, თუმცა მას შემდეგ, რაც ალისონმა ტრავმა მიიღო, მამარდაშვილის მაღალი ხარისხიც გამოჩნდა. „ვალენსიას“ ყოფილი მეკარე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კელეჰერზე უკეთესია. გიორგი მხოლოდ 25 წლისაა, რაც ნიშნავს, რომ მას წინ დიდი დრო აქვს, რათა განვითარდეს და უკეთესი გახდეს.
თუ იგი სეზონის დარჩენილ ნაწილშიც ამ დონეს შეინარჩუნებს, არ არის გამორიცხული, მომავალში ალისონს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს. სლოტმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას 450 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა და მის ტრანსფერებს შორის ყველაზე გონივრულ შენაძენად სწორედ მამარდაშვილი გამოიყურება.“
ცნობისთვის, „ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს — მერსისაიდელები 4 ნოემბერს „რეალს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:59-ზე დაიწყება.