სანდროს მცირე სათამაშო დრო მიეცა | ტორონტომ მემფისი დაამარცხა
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. „კლივლენდ კავალიერსის“ დამარცხების შემდეგ კანადელები „მემფის გრიზლისს“ დაუპირისპირდნენ და 117:104 გაიმარჯვეს.
„მამუს“ მცირე სათამაშო დრო მიეცა და ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე მხოლოდ 10 წუთი და 33 წამი გაატარა. სანდრომ ქულა ვერ აიღო და 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა მეტოქის ფარს მხოლოდ ერთხელ შეუტია და მისი ორქულიანი უშედეგო იყო.
ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო იყო არჯეი ბარეტი — 27 ქულა, 6 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა. ბრენდონ ინგრემს 26 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა, ხოლო სკოტი ბარნსმა 19 ქულა, 12 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „მემფისის“ მაისურით ყველაზე მეტი, 20 ქულა, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორს ჰქონდა.
ცნობისთვის, „ტორონტოს“ ანგარიშზე 3 მოგება და 4 წაგებაა, აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-11 პოზიციაზე იმყოფება. კანადელები მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს გამართავენ და „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდებიან.