გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

ახლა უფრო თავდაჯერებული ვიქნები | გულიაშვილმა უგოლო სერია შეწყვიტა

„სარაევოს’’ კაპიტანმა გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი მე-13 ტურში „პოშუშს’’ გასვლაზე გაუტანა. მე-12 წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა და საბოლოოდ მატჩი 0:3 მოიგეს.

მატჩის შემდეგ გულიაშვილი ბოსნიურ SportSport-ს ესაუბრა.

„უპირველესად მინდა თანაგუნდელებს გამარჯვება მივულოცო, რადგან ჩვენთვის ნამდვილად მძიმე მატჩი იყო. ახლა კარგ ფორმაში ვართ, ზედიზედ რამდენიმე მატჩი მოვიგეთ და ახლა უკვე შემდეგ მატჩზე ვიფიქრებთ.

ამ სეზონში პირველად გავიტანე (ბოსნიის ჩემპიონატს გულისხმობს), ნამდვილად მნიშვნელოვანი გოლი იყო. ახლა (გოლის შემდეგ) უფრო თავდაჯერებული ვიქნები. იმედი მაქვს, გოლებს ხშირად გავიტან და გოლების წარმატებული სერია მექნება''.

გულიაშვილმა, რომელსაც Transfermarkt-ი 1,5 მილიონ ევროდ აფასებს, გასულ სეზონში ბოსნიის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 33 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. მიმდინარე სეზონში გოლების გატანას მნიშვნელოვნად მოუკლო, ამ სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში მხოლოდ 2 გოლი შეაგდო, კონფერენს ლიგაზე „კრაიოვასთან'' და ახლა „პოშუშთან''. 2 გოლის გარდა 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მწვრთნელმა დაიცვა | ტაბატაძის ბრწყინვალე გოლი და წითელი ბარათი
მწვრთნელმა დაიცვა | ტაბატაძის ბრწყინვალე გოლი და წითელი ბარათი