საბა მამაცაშვილი
Aa
Aa

მცველი საოცარი შედეგიანობით | მამაცაშვილის გოლები კალმარს აღზევებაში დაეხმარა

შვედეთის რანგით მეორე ლიგაში „კალმარმა’’ სტუმრად საბა მამაცაშვილის დუბლით „იოერგრიტე’’ დაამარცხა (0:2) და ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე უმაღლეს ლიგაში აღზევდა. ორივე გოლი საოცარი იყო და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დარტყმა მისი გამორჩეულად ძლიერი მხარეა.

პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები უმაღლეს ლიგაში პირდაპირ გადადიან. 29 ტურის შემდეგ „კალმარი’’ 64 ქულით პირველზეა და რადგან მესამეადგილოსან „იოერგრიტეს’’ 9 ქულით უსწრებს, უმაღლეს ლიგაში თამაში გარანტირებული აქვს.

მამაცაშვილი „სირიუსის’’ საკუთრებაა, 2025 წლის სეზონი „სირიუსში’’ დაიწყო, შვედეთის უმაღლეს ლიგაში 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა. შემდეგ „სირიუსმა’’ სეზონის ბოლომდე რანგით მეორე ლიგის „კალმარში’’ გაანათხოვრა, რომლის რიგებში 13 მატჩში მის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე პასია. განსაკუთრებით პროდუქტიული ბოლო სამ შეხვედრაში იყო, როცა მინდორს საგოლე მოქმედების გარეშე არ ტოვებდა, ბოლო სამ მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

23 წლის მარცხენა მცველმა ივნისში ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რუნიაიჩმა გოგლიჩიძე სკამზე დატოვა | უდინეზემ ძანიოლოს გოლით ატალანტას მოუგო
რუნიაიჩმა გოგლიჩიძე სკამზე დატოვა | უდინეზემ ძანიოლოს გოლით ატალანტას მოუგო